მთავარი ციტატა

“უღირსი საქციელი იყო სამადაშვილმა “ტიკ-ტოკი” რომ ახსენა… ასეთი პოზიტიური რამით ბევრი ადამიანი გახალისდა, კარგი ნაბიჯი იყო”

“ძალიან უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა “ტიკ -ტოკი” რომ ახსენა. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის გარანტი და ეს კარგად იცით. ამიტომ გყავთ ეს ადამიანი მუდმივად მიზანში ამოღებული. ამიტომ არის რომ სულ მასზე ლაპარაკობთ და ისეთი პოზიტიური რამ რაც ვნახეთ და რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, თქვენ გამოიყენეთ როგორც ლანძღვის კორიანტელის დასაყენებელი. რაღაცა მაინც გააკეთეთ ისეთი კონკრეტული, რაც ადამიანებს ამ ქვეყანაში მოუტანს სიკეთეს და არამხოლოდ საუბარი, რითაც ხართ დაკავებული, მათ შორის ეკლესიის ლანძღვა- გინებაც, რაც ხშირად გვესმის თქვენი მხრიდად. ერთი “საქმე”, რაც მე ვნახე თქვენი გაკეთებული, ეს იყო ზუგდიდში პირბადეების დარიგება, რომელსაც ლამის დიდი გართულება მოჰყვა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით.”

სოფიო კილაძე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის თავმჯდომარე

აღნიშნულით სოფიო კილაძე ოპოზიციის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი “ტიკ-ტოკის” ცეკვის გამო გააკრიტიკა. 

სალომე სადამაშვილის განცხადებით, იმ დროს, როდესაც მოსახლეობას უამრავი კითხვა აქვს, მოქალაქეები ხედავენ ივანიშვილების ოჯახის ვიდეოს გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ, საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს “tik tok”-ზე ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა მისი და ბიძინა ივანიშვილის ვიდეო, რასაც მოსახლეობის ნაწილისგან, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებისგან კრიტიკა მოჰყვა. 

აღნიშნულ ვიდეოს კრიტიკულად უკვე გამოეხმაურა ყოფილი  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რაც  ცინიზმად და რეალობისგან მოწყვეტის ნათელ დემონსტრირებად შეაფასა.

იტვირთბა....