aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება”

 “მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე სახლში გამოკეტილი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი, ელოდება პასუხებს კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას დაუგროვდა. ჩვენ აქ ვერ ვხედავთ ვერც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვერც ჯანდაცვის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს, რომელთაც ჩვენ უნდა დავუსვათ ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას დაუგროვდა. გუშინ ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყარონ.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს “tik tok”-ზე ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა მისი და ბიძინა ივანიშვილის ვიდეო, რასაც მოსახლეობის ნაწილისგან, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებისგან კრიტიკა მოჰყვა. 

აღნიშნულ ვიდეოს კრიტიკულად უკვე გამოეხმაურა ყოფილი  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რაც  ცინიზმად და რეალობისგან მოწყვეტის ნათელ დემონსტრირებად შეაფასა.

 

იტვირთბა....