საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ბერა და ბიძინა ივანიშვილების ვიდეოს ეხმაურება.
სააკაშვილმა აღნიშნული ვიდეო, ცინიზმად და რეალობისგან მოწყვეტის ნათელ დემონსტრირებად შეაფასა.
“აღდგომა არ მოულოციათ, ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი სამძიმარი არ უთქვამთ, ამდენი ბიზნესი დაიხურა და არც შეუმჩნევიათ, ამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი და დახმარება კი არა ნუგეში არ უთქვამთ, ამდენი ბავში დაიმშა და ერთი თეთრით არ დახმარებიან და რა უხარიათ
ვინმემ შეიძლება მისაყვედუროს, მამა-შვილია და რასაც უნდათ თავის ოჯახში იმას გადაიღებენ და დადებენო!
არა ბატონებო! ეს გახლავთ უაღრესად გულისამრევი ცინიზმის და რეალობისგან მოწყვეტის ნათელი და თან უნიჭო დემონსტიტრება.
უმუშევრად და სრულიად უიმედოდ, ჩვენს თანამემამულეთა სასწოწარკვეთილი მრავლესობა, სახლებშია გამოკეტილი იმის შიშით, შვილებს რა აჭამონ და ამ დროს ხელმწიფე და თავის უფლისწული ვიდეოტინგიცით პასუხობენ ერს. ოჯახი, რომელიც ბოლო 8 წელია თავის ხოშზე და კაპრიზებზე მართავს ჩვენ სიმწრით ნაშენებ გაუბედურებულ ქვეყანას. ამას არ ქვია სახელმწიფო. ამას ქვია ოლიგარქია ყველაზე დამცინავი, შეურაცხმყოფელი ფორმით! ფიქრობენ ალბათ, რაც მეტად გაღარიბდება ხალხი, მით უფრო ადვილად ვიყიდით ხალხის სულებსაც და მომავალსაც! მე პირადად ამას არ დავუშვებ!
საქართველოში მალე გათენდება! წყვდიადი დამარცხდება!
ჯანმრთელობას და სულ მცირედ გამძლეობას გისურვებთ.” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქზე”.
შეგახსენებთ, რომ დღეს, “tik tok”-ზე ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა, მისი და ბიძინა ივანიშვილის ვიდეო.