ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება.
დღეის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსით 819 175 ადამიანი დაინფიცირდა, 45 343 პირი გარდაიცვალა, ხოლო 82 973 – გამოჯანმრთელდა.
ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 26 237 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების – 2 825 შემთხვევა.
ცნობისტვის, 21 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 28 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების – 1 953 შემთხვევა.
ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.
აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია. ამ ქვეყნებში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია.
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2.5 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2 მილიონ 557 ათას 917 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 177 ათას 688 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 695 ათას 325 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.