“ბაჩო ქათამაძემ 2018 წელს რკინის საგნით, დაზიანება მიაყენა ზაურ აბაშვილს. დანაშაულის ჩადენის მომენტში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. 2019 წელს ის შვილმოკლულ მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს დაესხა თავს. პოლიციამ მაშინ ის ტერიტორიას მხოლოდ განარიდა. 2020 წელს ქათამაძე თავს დაესხა “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას, როცა ის ადვოკატის რანგში, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე იმყოიფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა უამრავი მოწმის თანდასწრებით, სასამართლოს ეზოში მოხდა, პოლიციამ ის მხოლო განარიდა და რაც არ უნდა ცინიკური იყოს, ეს საქმე სასამართლომდეც კი არ მისულა. ის რეციდივისტთან ერთად ის არის სუსის აგენტი და ამიტომ, ის სრული ხელშეუხებლობით სარგებლობს, მას ხელისუფლება მფარველობს.”
თინა ბოკუჩავა – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორა, დიმიტრი შაშკინმაც. შაშკინი აცხადებს, რომ ადგილზე გამიოძახებულმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა დამნაშავის “გაპრავება” სცადეს და თქვეს, რომ შენობის შუშები არა ბაჩო ქათამაძემ, არამედ თავად შეამტვრიეს
ცნობისთვის, 19 აპრილს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. მომხდარის მიზეზი ცნობილია. ცეცხლი ბაჩო ქათამაძემ გააჩინა, რომლის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში ტავადვე გაავრცელა.