“დღისით-მზისით, აღდგომის დღეს, მოვiიდა ადამიანი ჩაამტვრია შუშები დაწვა საკომფერენციო ოთახი, დაწვა ოთახი სადაც შაბათ-კვირას ზალიკო სამადაშვილი ბავშვებს წიგნებს უკითხავდა. ამის შემდეგ კი გახარებულმა ანგარიში ჩააბარა თავის მომხრეებს და დამკვეთებს. ეს საქართველოს რეალობაა.”
დიმიტრი შაშკინი – სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი
ასევე, შაშკინი აცხადებს, რომ ადგილზე გამიოძახებულმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა დამნაშავის “გაპრავება” სცადეს და თქვეს, რომ შენობის შუშები არა ბაჩო ქათამაძემ, არამედ თავად შეამტვრიეს
ცნობისთვის, 19 აპრილს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. მომხდარის მიზეზი ცნობილია. ცეცხლი ბაჩო ქათამაძემ გააჩინა, რომლის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში ტავადვე გაავრცელა.