ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) ხანძარი პირდაპირ ეთერში – “პოლიციამ დამირეკოს, არსად გავრბივარ, მეფე ვარ…”

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დღეს გაჩენილი ხანძრის მიზეზი ცნობილი გახდა – ვიდეოს მოქალაქე ბაჩო ქათამაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე თვითონვე ავრცელებს.

ხანძრის გაჩენის პროცესს ქათამაძე ფეისბუქლაივის საშუალებით იღებდა.

ვიდეოში მოქალაქე “ნაციონალურ მოძრაობას” განადგურებით ემუქრება.

“გქონდეთ ჩემი იმედი, ხომ გეუბნებოდით გავამთლიანებ ქვეყანას თქო, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე თქო, ზღაპარს კი არ ვყვები. გვირგვინი ჩემია…

პოლიციამ დამირეკოს არსად არ გავრბივარ, მე მეფე ვარ… ესეც მიშას ბიბლიოთეკა დაიწვა, აბა რა გონიათ, სანამდე იბლატავებენ, გაყიდეს ქვეყანა”, – ამბობს ქათამაძე ვიდეოში.

მიზეზის დადგენამდე ხანძრის გაჩენის ფაქტს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის შესახებ განცხადება გაკეთდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც.

იხილეთ ვიდეო, რომელსაც მოქალაქე საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

იტვირთბა....