ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიცი ეს პაციენტი, ვიცნობ მის მდგომარეობას. მისი გადარჩენა იყო შეუძლებელი” – ცერცვაძე COVID-19 ით გარდაცვილ პაციენტზე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ბათუმის კლინიკა “მედალფაში” კოვიდინფიცირებული 74 წლის ქალი, ე.წ ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდა და როგორც ექიმები აცხადებენ მას არაერთი თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემაც გააკეთა. მისი თქმით, ამ პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

”რამდენიმე დღის წინ ვიყავი “მედალფაში” და გავეცანი მათ საქმიანობას, ასევე დავათვალირე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ვიცი ეს პაციენტი, ვიცნობ მის მდგომარეობას. მისი გადარჩენა იყო შეუძლებელი. მას კორინავირუსი რომც არ დამართნოდა ის ისედაც იყო მძიმე და უიმედო იყო. შაქრიანი დიაბეტი და სხვა თანხმლები დაავადებები ჰქონდა.  ყველაფერ ამას დაემატა ვირუსი. ბათუმმა ჩემზე დატოვა კარგი  შთაბეჭდილება. ქვეყნის მასშტაბით ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა. მათ ასეთი მძიმე პაციენტი არაერთი გადაარჩინეს” – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 388 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 86 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,280,365 მიაღწია. გარდაიცვალა 156,338 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 583,387 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....