ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ათეულების რესურსი გვეყოფა. მთავარია, ასეულებზე არ გადავიდეთ..” – მარინა ეზუგბაია

“ათეულების რესურსი გვეყოფა. მთავარია, ასეულებზე არ გადავიდეთ” – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთნ საუბრისას განაცხადა.

როგორც ეზუგბაია აცხადებს, ქვეყანას არსებული რესურსი ეყოფა. რესურსის უკმარისობის შემთხვევაში კი, შესაძლებელი იქნება, გადაიხედოს ჰოსპიტალიზაციისა და გაწერის კრიტერიუმები. მისი თქმით, ქართველმა ექიმებმა უკვე მიიღეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის გამოცდილება.

„370 პაციენტიდან თითქმის 80 გამოჯანმრთელდა, ამ რაოდენობას რომ გამოაკლებთ, გარკვეულწილად, გამოჯანმრთელებულების შემატება საწოლებსაც ათავისუფლებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, 290-ზე მეტი პაციენტი არ არის. თუ ისე იქნება, რომ 30-ზე მეტი არ მოემატება და ამ დროს ყოველდღიურად გაეწერება, გარკვეულწილად პიკის პერიოდი შეიძლება ისე გადავიაროთ, რომ 480 საწოლი, რომელზეც პირველ ჯერზეა ლაპარაკი, საკმარისი იყოს. თუ არადა, იცით, რომ მეორე და შემდეგი გეგმებია, რომელზეც უკვე 3 000-ზე მეტი საწოლია.

ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით რესურსი გვეყოფა. თუ ასე გაგრძელდება, რესურსი გვეყოფა. ზუსტად იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ათეულების რესურსი გვეყოფა. მთავარია, ასეულებზე არ გადავიდეთ. თუ ასეულებზე არ გადავალთ, ეს რესურსი გვეყოფა. რესურსი გამოიძებნება, ხედვა შეიცვლება, გადაიხედება დაწოლის და გაწერის კრიტერიუმები, რესურსი სრულიად საკმარისი იქნება.

გარკვეულწილად, ჩვენ უკვე მივიღეთ გამოცდილება პაციენტების მართვის, უკვე საკმარისია. 100-ზე მეტი პაციენტი გავატარეთ და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული კრიტერიუმებით, მათი სიმძიმე და მათი პროგნოზირება, ვისთან როგორ რა შეიძლება წავიდეს.

აქედან გამომდინარე, რესურსის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, გადაიხედოს ჰოსპიტალიზაციისა და გაწერის კრიტერიუმები. ამაზე საუბარი ადრეა და ნუ ვილაპარაკებთ, მაგრამ ესეც შესაძლებელია, რომ გაკეთდეს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 370 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 79 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  5035 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,215,105 მიაღწია. გარდაიცვალა 149,045 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 560,310 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....