“ერთადერთი წამალი, რომელიც კაცობრიობას კორონავირუსის წინააღმდეგ აქვს, ეს არის სოციალური დისტანცირება და ჟანგბადის მიწოდება – სხვა მედიკამენტი არ არსებობს“
ბიძინა კულუმბეგოვი, იმუნოლოგ-ალერგოლოგი
“პალიტრა ნიუსი”
შეგახსენებთ, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 336 შეადგინა.
ინფიცირებული 336 ადამიანიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი.
ცნობისთვის, 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი.