მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2 მილიონ 991 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 126 ათას 782 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 484 ათას 779 – გამოჯანმრთელდა.
მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში 75 463 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების 7 064. ამ მონაცემის მიხედვით, წინა დღესთან შედარებით, მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რაოდენობამ შედარებით მოიმატა.
14 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში 72 023 ინფიცირების ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვალების 5 461 შემთხვევა.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ვირუსით 614 246 ადამიანი დაინფიცირდა, 26 064 პირი გარდაიცვალა, ხოლო 38 820 – გამოჯანმრთელდა..
ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.
აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.