ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე ორ მილიონს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 925 ათას 528 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 119 ათას 718 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 452 ათას 177 – გამოჯანმრთელდა.
მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში 72 023 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების 5 461. ამ მონაცემის მიხედვით, წინა დღესთან შედარებით, მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რაოდენობამ შედარებით იკლო.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ვირუსით 587 155 ადამიანი დაინფიცირდა, 23 644 გარდაიცვალა, ხოლო 36 948 – გამოჯანმრთელდა..
ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.
აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.