მთავარი ციტატა

“ხელისუფლებაში ძალიან კარგად იციან რამხელა შეტევას მიიღებენ, რადგან მათ თაღლითობას და გადაგდებას არავინ აპატიებს”

“ირაკლი ოქრუაშვილმაც, გიორგი რურუამაც და გიგი უგულავამაც საპატიმრო დაწესებულებები უნდა დატოვონ. ხელისუფლებას ეს თაღლითობა არცერთ შემთხვევაში არ გაუვა. ძალიან მწვავე და მკაფიო განცხადება გააკეთა ამერიკის საელჩომ, სადაც მკაფიოდ მიუთითა შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ვალდებულებაზე. შეთანხმების შეუსრულებლობის არც რესურსი აქვთ ხელისუფლებაში, არც გამბედაობა ეყოფათ და ვერც იზამენ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან რამხელა ნეგატივს და შეტევას მიიღებენ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამჯერად მათ თაღლითობას და გადაგდებას არავინ აპატიებს. სწორედ ამიტომ გაფორმდა დოკუმენტალურად შეთანხმება.”

 

 

გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი

ვაშაძე აღნიშნულით “ინტერპრესნიუსთან” ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს გამოეხმაურა.

საქართველოში აშშ-ის საელჩო “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება და სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს. საელჩო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით სასამართლო პროცესების თავიდან არიდებას ემსახურება. 

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა ან მონაწილეობაში სდებს ბრალს. 

იტვირთბა....