ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოქრუაშვილის დაპატიმრებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართალის გამოყენებასთან დაკავშირებით”- აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება და სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს.

როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, ირაკლი ოქრუაშვილს საქმე შერჩევითი სამართალის გამოყენებას უკავშირდება.

საელჩო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, სადაც ნათქვამია, რომ “აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.”

“ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა ან მონაწილეობაში სდებს ბრალს. თუმცა, სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და პატიმრობა მხოლოდ მონაწილეობისთვის მიუსაჯა.

იტვირთბა....