თბილისის საქალაქო სასამართლოში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართა.
მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის წარდგენის შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო და 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა. ოქრუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.