ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა ხუთი პაციენტი, მეორე კლასტერი ჩემთვის უცნობია”- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, რომლებიც მათ ცენტრში არიან მოთავსებული, 5 მათგანი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ეზუგბაიას ცნობით, ახალი შემთხვევებიდან ექვსი მათ ცენტრში გადის მკურნალობას.

მისივე თქმით, ახალი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ჩვენთან გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ექვსი ახალი პაციენტი დაგვემატა. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა ხუთი პაციენტი, აქ ერთი მოზრდილია, ოთხი მოზარდია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია, იმედია ,ასე გაგრძელდება. ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერდიან, სულ ორი კლსატერია, ერთი ქობულეთი, მეორე კლასტერი ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქობულეთის ოთხ სოფელში – გვარაშიმუხაესტატეშილეღვაში და წყავროკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მოეწყო პლოკპოსტები, საიდანაც ყველა გადასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.

ამ დროისთვის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარნეულში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 296 შეადგინა. მათგან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.

 

იტვირთბა....