საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის განცხადებით, უახლოესი ორი კვირა ქვეუნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ პერიოდში არსებულ ვითარებას ყველა მოქალაქე დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.
ამის შესახებ დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა განაცხადა საგანგებო რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად რომ დასრულდეს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ უახლოეს დღეებს, ვინაიდან ახლა შევდივართ პიკის ფაზაში.
“იმისთვის, რომ ჩვენ ისეთივე წარმატებით გავუმკლავდეთ, როგორც დღემდე ვახერხებდით, აუცილებელია, უახლოეს ორ კვირაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ, რადგანაც არ დაიკარგოს ის მიღწეულ შედეგი, რითაც ჩვენ დღეს ყველანი ვამაყობთ.
საგანგებო რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად რომ დასრულდეს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ უახლოეს დღეებს, უახლოეს ორ კვირას. ჩვენ გვინდა ყველაზე უფრო, მთავრობას, რომ ეს პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება უახლოესი ორი კვირა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მედიკოსების მხრიდან არაერთხელ იქნა გაცხადებული, რომ ვუახლოვდებით და შევდივართ პიკის ფაზაში,”- განაცხადა დავით ზალკანიანმა.
შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაძლოო გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ და ხელისუფლოებისგან ანტიკრიზისული გეგმის მომზადებას ითხოვენ.