ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ ხიდისყურში დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა უფრო გამკაცრდეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს.

ამის შესახებ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

ხოჯევანიშვილის თქმით, სოფელ ხიდისყურში დამატებითი ზომების მიღების შესახებ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

“თავიდან არიდებისა და ლოკალიზების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად გამკაცრებული იყოს პოლიციური კონტროლი. აღნიშნულის შესახებ ცენტრალურ საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაცია მიეწოდა. იმსჯელებენ და დამატებით ღონისძიების შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

მას შემდეგ, რაც გომის თემის სოფელ ხიდისყურში ვირუსის ახალი შემტხვევები დაფიქსრირდა, სოფლის შესასვლელს სამართლდამცავები აკონტროლებენ.

სოფელ გომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. მასთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსზე ანალიზი აუღეს, პასუხი უარყოფითია. 

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. მათგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.

იტვირთბა....