ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვირუსის ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გომის თემში დადასტურდა

ხაშურის რაიონში, გომის თემის სოფელ ხიდისყურში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირება კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა.

პაციენტი ახალგაზრდა ქალია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 30 წლის ქალის მეზობელი და ნათესავია.

სოფელ გომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. მასთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსზე ანალიზი აუღეს, პასუხი უარყოფითია. 

სულ შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში ცხრა ნიმუში იყო გაგზავნილი. აქედან „კოვიდ-19″ დაუდასტურდა ერთს.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. მათგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  453.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მოეწყო პლოკპოსტები, საიდანაც ყველა გადასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.

ამ დროისთვის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარნეულში.

იტვირთბა....