ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აშშ-ში ნორმალური ცხოვრების ნაწილობრივ დაბრუნება შესაძლოა მაისიდან დაიწყოს” – ფაუჩი

“აშშ-ში ნორმალური ცხოვრების ნაწილობრივ დაბრუნება შესაძლოა მაისიდან დაიწყოს”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროცესი ერთბაშად ვერ განხორციელდება – ეს არ იქნება ცხოვრების ძველ რეჟიმზე სწრაფი დაბრუნება.

„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ქვეყნის რომელ ნაწილში იმყოფებით, აფეთქების ხასიათზე, რომელსაც თქვენ უკვე შეეჯახეთ და აფეთქების საფრთხეზე, რომელიც არ გამოგიცდიათ“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

12 აპრილის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში COVID 19-ით ინფიცირების 545,934 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით გარდაცვლილია 21,474 ადამიანი, გამოჯანმრთელებული კი – 31,120 პაციენტი.

იტვირთბა....