“კორონავირუსი აზიანებს, პირველ რიგში, ფილტვებსა და სასუნთქ სისტემას, თუმცა ასევე აზიანებს სხვა ორგანოებს – თირკმელს, გულს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას. აზიანებს იმ ორგანოებს, სადაც არის მანამდე არსებული დაზიანება. თუ ადამიანს რომელიმე ორგანო დაზიანებული აქვს, ეს ვირუსი ამწვავებს დაზიანებას”
ალექსანდრე გოგინავა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ინფექციონისტი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, 12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული.
252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 63. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი. კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა დღეს განაცხადა.