ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მივმართავთ პროკურატურას, რომ გასაჯაროების შემდეგ დაიწყოს შესაბამისი მოკვლევა..” – დეკანოიძე Stopcov ფონდში 100 მილიონის ჩარიცხვაზე

“ჩვენ გვყავს წყარო და ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ, რომ 100 მილიონი ლარი აკუმილირდა გათეთრებული თანხა ოფშორიდან და გადაირიცხა შესაბამისი სქემის შემდეგ ამ ფონდში. თუ ფონდი არ გაასაჯაროებს ამ ინფორმაციას ამ ტრანზაქციების შესახებ, ეს არის პირდაპირი დასტური, რომ მათ იციან ამ აკუმლირებული თანხის შესახებ. ჩვენ ასევე მივმართავთ გენერალურ პროკურატურას, რომ გასაჯაროების შემდეგ დაიწყოს შესაბამისი მოკვლევა.”

ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

აღნიშნული განცხადება დეკანოიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 243 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 60 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  4856 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,727,110 მიაღწია. გარდაიცვალა 104,923 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 390,522 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....