ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

17:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლები აქცია-მსვლელობას აანონსებენ

17:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლები აქცია-მსვლელობას აანონსებენ.

“საზოგადოება არ უნდა ჩუმდებოდეს იმ უსამართლობაზე, რომელსაც მის თვალწინ ხედავს და უნდა იცავდეს როგორც საკუთარ თავს, ისე მის თანამოქალაქეებსაც. ამ ბრძოლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანობა. თუკი ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი მთავარი მტრის რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ და ეს ბრძოლა იყოს შედეგიანი, უნდა გვესმოდეს, რომ ისედაც პატარა ქვეყანა ვართ და თუკი კიდევ უფრო დაქსაქსული და დაშლილები ვიქნებით ამ ბრძოლას არ ექნება შედეგი.

თითოეული მოქალაქის ვალია აიმაღლოს ხმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა სადაც არ უნდა იყვნენ დასაქმებული, ამიტომ ერთიანობა და ბრძოლა სამართლიანობისთვის იქნება ჩვენი მთავარი მესიჯი, დღეს, კულტურის მარშზე,” – განაცხადა “გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის” პრეზიდენტმა, გვანცა ჯობავა

იტვირთბა....