ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბზობის დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება

საქართველოში კორონავირუსის ფონზე შექმნილი შეზღუდვების გამო, ბზობის დღესასწაულზე თბილისის ჯვართამაღლების ტაძარში ბზა არ გაიყიდება.

ამის შესახებ ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ აღნიშნა, დღესაწაულზე ტაძარში წირვა ჩვეულებრივად ჩატარდება.

“წესებს განსაზღვრავს სახელმწიფო და საპატრიარქო. მათ ერთმანეთთან აქვთ უერთიერთობა და როგორც გვეუბნებიან ისე ვაკეთებთ. ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ განსხვავებულს, არის ის, რომ ბზას არ გავყიდით და შესაბამისად, იმ ადამიანთა მოზღვავება, რომელიც მხოლოდ ბზის გამო მოდის, აღარ იქნება”,- აცხადებს თეოდორე გიგნაძე “ინტერპრესნიუსთან”.

კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში კმაცრი შეზღუდვები დაწესდა. აკრძალულია სხვადასხვა სახის ვაჭრობა, ხალხის თავშეყრა.

ხოლო, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

იტვირთბა....