“საჭიროა მოთმინება. ბევრია დამოკიდებული იმაზე, რომ ადამიანებმა დისტანცია შეინარჩუნონ და ხელები ხშირად დაიბანონ. კორონავირუსი არ გაქრება მანამ, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვიცხოვროთ.”
ანგელა მერკელი – გერმანიის კანცლერი
მერკელმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებმა 1,5 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 605 ათას 277 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 95 ათას 751 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 356 ათას 995 – გამოჯანმრთელდა.
აღსანიშნავია იისც, რომ ვირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობამ წინა დღეებთან შედარებით იკლო.