ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბოლო 24 საათში, მსოფლიოში ვირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელმა შედარებით იკლო

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებმა 1,5 მილიონს გადააჭარბა. თუმცა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობამ წინა დღეებთან შედარებით იკლო.

დღეის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 605 ათას 277 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 95 ათას 751 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 356 ათას 995 – გამოჯანმრთელდა.

მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში 86 193 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების 7 223. ამ მონაცემის მიხედვით, წინა დღესთან შედარებით, მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რაოდენობამ შედარებით იკლო.

9 აპრილის მონაცემებით,  ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, 87 133  ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 7 443 გარდაიცვალა.

8 აპრილის მონაცემებით კი, მსოფლიოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 84 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების – 7 300.

ხოლო, 7 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 73 ათასზე მეტი შემთხვევა იყო გამოვლენილი, ხოლო გარდაცვალების 5 ათასზე მეტი.

მონაცემები აჩვენებს, რომ მსოფლიოში წინა დღეებში ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვი იზრდებოდა, ხოლო ეს მაჩვენებელი ბოლო 24 საათში შედარებით შემცირდა.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 468 895-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე ნახევარ მილიონს მიაღწია. ხოლო ვირუსით 16 697 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....