კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებმა 1,5 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 1 მილიონ 605 ათას 277 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 95 ათას 751 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 356 ათას 995 – გამოჯანმრთელდა.
მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში 86 193 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების 7 223. ამ მონაცემის მიხედვით, წინა დღესთან შედარებით, მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რაოდენობამ შედარებით იკლო.
9 აპრილის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, 87 133 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 7 443 გარდაიცვალა.
8 აპრილის მონაცემებით კი, მსოფლიოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 84 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების – 7 300.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 468 895-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე ნახევარ მილიონს მიაღწია. ხოლო ვირუსით 16 697 ადამიანი გარდაიცვალა.
აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.