ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში, კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის, 1000 საწოლიან საავადმყოფოს 45 დღის განმავლობაში ააშენებენ

თურქეთში, “ათათურქის” სახელობის აეროპორტში და აზიის მხარეს ერთ-ერთ ტერიტორიაზე, ხდება სპეციალურად კორონავირუსით დაავდებული ადამიანებისთვის 1000 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა. ინფორმაცია ამის შესახებ, ექიმმა, რეზიდენტმა სტამბოლის საუნივერსიტეტო კლინნიკიდან, ანი ცაგარეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობა დაახლოებით ორი დღის წინ დაიწყო და 45 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს დასრულება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე გადავიდა COVID-19-ის გავრცელების ტემპით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,541,538 მიაღწია. გარდაიცვალა 90,086 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 342,272 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 218 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4722 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 408.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....