ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ამ ადამიანის სახით” – გახარია ბიძინა ივანიშვილზე

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სახით ქვეყანას ჰყავს დაზღვევა, რომელიც ყველა გასაჭირის დროს მოსახლეობას ეხმარება.

ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნულით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ფონდში ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის გადარიცხვას გამოეხმაურა.

“ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, საქართველს მოქალაქის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც ქვეყანას სისტემურად სჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან, სადაც სახელმწიფოს უჭირს. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დასაფასებელი. დღეს საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში და არა რაღაც პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიამ არნიშნა რომ ფონდში არსებული თანხა გამოყენებული იქნება მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.

უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით – ჯანმრთელობისა და ეკონომიკის ფრონტებზე. ყველა ეს რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული, მოხმარდება ამ მიზნის მიღწევას”,- აცხადებს გახარია.

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება” ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა  ჩარიცხა.

ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ფონდში ამ დროისთვის ჩარიცხული თანხა 124 543 899 ლარს შეადგენს. მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე დღეს განახლდა.

იტვირთბა....