ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ჩარიცხა

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება” ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა  ჩარიცხა.

კოალიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფონტში არსებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება

“ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ისე ფიზიკურმა პირებმა“, – აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ფონდში ამ დროისთვის ჩარიცხული თანხა 124 543 899 ლარს შეადგენს. მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე დღეს განახლდა.

stopcov.ge სპეციალური ვებგვერდია, რომელიც მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შეიქმნა. ვებგვერდზე  კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება. აქვეა მოქალაქეებისთვის საჭირო რეკომენდაციებიც.

 

იტვირთბა....