კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ფონდში ამ დროისთვის ჩარიცხული თანხა 124 543 899 ლარს შეადგენს.
მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
განახლებამდე StopCoV ფონდში არსებული თანხა 23 793 096 ლარი იყო.
ცნობისთვის, stopcov.ge სპეციალური ვებგვერდია, რომელიც მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შეიქმნა. ვებგვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება. აქვეა მოქალაქეებისთვის საჭირო რეკომენდაციებიც.