მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სპეციალური ვებგვერდი – stopcov.ge შეიქმნა.
ამის შესახებ ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომაზე ღინიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს გატარებული ღონისძიებებისა და პრევენციული მოქმედებების შესახებ საზოგადოების ინტენსიურ რეჟიმში ინფორმირებისთვის. სწორედ ამ მიზნით, დამატებით შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი www.stopcov.ge, სადაც განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.