aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ზიარების საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, უმთავრესად მაინც ურწმუნოთა და არა ეკლესიურთა შორის..” – მეუფე დიმიტრი

“ჩვენ ხშირი ურთიერთობა გვაქვს ხელისუფლებასთან და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იმედია გამოვნახავთ საერთო ენას…იცით თქვენ, როგორი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, უმთავრესად მაინც ურწმუნოთა და არა ეკლესიურთა შორის, თუნდაც ზიარების საკითხმა და საკურნებელმა სულისა და ხორცისამ როგორ შეიძლება, დაგასნებოვნოს?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი – დიმიტრი შიოლაშვილი

აღნიშნული განცხადება მიტროპოლიტმა, დღეს, 7 აპრილს ქადაგებისას გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 46 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,379,040 მიაღწია. გარდაიცვალა 78,114 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 294,399 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....