ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი ვარაუდია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში”- ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პიკი 2-3 კვირის შემდეგ იქნება, ხოლო ეპიდემია თვენახევრის შემდეგ ქვემოთ წავა.

ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფართოდ გავრცელების შემთხვევაში,  ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობა 100-ს არ გადააჭარბებს.

“ჩემი პროგნოზია, რომ ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე. დღეს თუ ორი ათეული მატებაა დრეში, შეიძლება იქნას სამი ათეული, შეიძლება იყოს ოთხი ათეული, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა არ იქნება. ამას ძალიან დიდი დარწმუნებით ვამბობ,’-აცხადებს ცერცვაძე.

ცერცვაძის პროგნოზით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1000, ან 1000-დან 2000-მდე ფარგლებში იქნება, რაც  იმას ნიშნავს რომ ქვეყანა ამ ნგამოწვევას მცირე დანაკლისით გადალახავს.

“საქართველოში, ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში, მაშინ როდესაც სხვაგან, ყველგან, ჩვენზე პატარა სახელმწიფოებში ეს არის 20 000-ზე, 30 000-ზე მეტი და ზოგან 100 000-ზე და 200 000-ზე მეტი. ჩემი პროგნოზით, პიკი ორი-სამი კვირის შემდეგ იქნება. ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს პიკი შენარჩუნდება კიდევ ორი-სამი კვირის მანძილზე და დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით ეპიდემია წავა ქვემოთ. ისე, რომ საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. მათგან 45 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა,სამი პაციენტი კი – გარდაიცვალა.

ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

 

 

იტვირთბა....