“ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დიდი ტალღისთვის არ არის მზად. დიდი თუ იქნება, ამას ვერ გავუძლებთ. ერთადერთი წამალი საქართველოსთვის არის სოციალური დისტანცირება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მსოფლიო, მათ შორის საქართველო 3 ტიპის ტალღას გადაიტანს. ყველა ექსპერტები ვთანხმდებით, რომ ეს ეპიდემია არის ანარეკლი ე.წ. ისპანკის პანდემიის. გვექნება სამი ტალღა პირველი – საშუალო დონის ტალღა, მეორე ძალიან დიდი და მტკივნეული და მესამე იქნება ბოლო ტალღა, რომელიც იქნება დამარცხება ამ ვირუსის. ალბათ ჩვენ გვექნება ზაფხულამდე პირველი ტალღა და მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრის თვისთვის. ეს ზაფხულის დერეფანი უნდა გამოვიყენოთ და მოვმარაგდეთ.“
გიორგი ფხაკაძე – გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში
მან მაის შესახებ „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. მათგან 39 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.
რაც შეეხება მსოფლიოს სტატისტიკას,დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 347 ათას 686 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 74 ათას 782 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 286 ათას 459 – გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლკობაში ინფიცირების 73 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 5 ათასზე მეტი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.