“იცით, რომ ბეცეჟე ვაქცინაციის შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული, ალბათ ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით და ჩემი ძალიან დიდი იმედია, რომ ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან ბეცეჟე ვაქცინაცია რაც ენსიდისის დიდი დამსახურებაა ქვეყანაში მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას.”
ლევან რატიანი – თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი
რატიანმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებიც ე.წ.„ბე-ცე-ჟე(BEG)-თი არიან აცრილები, ახალი ტიპის ვირუსის covid19-ის მიმართ მდგრადები არიან. , ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა „ბე-ცე-ჟე“ ეფექტურად უმკლავდება არა მარტო ტუბერკულოზს, არამედ რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს და ასევე, ის ეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგაც.
ამ ფაქტს საქართველოშიც გამოეხმაურნენ. დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ თუ დამტკიცდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ “ბე-ცე-ჟე” ვაქცინას დამცველობითი ეფექტი აქვს, საქართველო სხვებზე ბევრად დაცული იქნება.