ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ დამტკიცდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ “ბე-ცე-ჟე” ვაქცინას დამცველობითი ეფექტი აქვს, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით”- იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის  განცხადებით, ის ორი ჰიპოტეზა, რომელიც მეცნიერულ კვლებეზე დაყრდნობით ვაქცინის ეფექტურობას უკავშირდება, თუ რეალური აღმოჩნდა, საქართველო ყველაზე ბედნიერი იქნება.

აღნიშნულით პაატა იმნაძე გამართულ ბრიფინგზე უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ე.წ. ბე-ცე-ჟე(BCG) ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსისგან დასაცავად.

“ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდა, რომ წითელ/წითურა/ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტს, დამცველობითი ეფექტი აქვს და ადვილად გადაიტანენ ადამიანები თუ აცრილები არიან. ასევე, ბცჟ-ზეც იგივე გამოქვეყნდა, რომ ემართებათ და უფრო ადვილად გადაიტანენ. ეს ორი ჰიპოტეზა, რომელიც არ არის მეცნიერული მტკიცებებით გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით”,- აცხადებს იმნაძე.

მისივე თქმით, თუ დამტკიცდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ “ბე-ცე-ჟე” ვაქცინას დამცველობითი ეფექტი აქვს, საქართველო სხვებზე ბევრად დაცული იქნება.

“პრაქტიკულად ყველა არის ჩვენს ქვეყანაში ბცჟ-თი აცრილი და ეს არ არის ახალი თაობა, ეს არის ძველი თაობაც. იმიტომ რომ ბცჟ ძალიან ფართოთ გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში. ამრიგად, თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში, “- განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, გამოცება  neuros cience news-მა სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია,  სადაც ნათქვამია, რომ  ადამიანები, რომლებიც ე.წ.„ბე-ცე-ჟე(BEG)-თი არიან აცრილები, ახალი ტიპის ვირუსის covid19-ის მიმართ მდგრადები არიან.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ კარგად ცნობილი ვაქცინა, ე.წ. ბე-ცე-ჟე, რომელსაც ბავშვებში დღესაც აქტიურად იყენებენ, “კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებამდე, შესაძლოა, წარმატებით იქნას გამოყენებული ახალი ტიპის ვირუსის პრევენციისთვის.

 

იტვირთბა....