ადამიანები, რომლებიც ე.წ.„ბე-ცე-ჟე(BEG)-თი არიან აცრილები, ახალი ტიპის ვირუსის covid19-ის მიმართ მდგრადები არიან.
ვაქცინა „ბე-ცე-ჟე“(BEG), რომელიც ტუბერკულოზის წინააღმდეგ გამოიყენება, შესაძლოა ადამიანები ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის covid-19-ის წინააღმდეგ დაიცვას.
ამის შესახებ უცხოური გამოცება neuros cience news-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია.
გამოცემის ცნობით, ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა „ბე-ცე-ჟე“ ეფექტურად უმკლავდება არა მარტო ტუბერკულოზს, არამედ რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს და ასევე, ის ეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგაც.
ამასთან, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ვაქცინა ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ იმუნურ სისტემასაც აძლიერებს.
მეცნიერებმა ვაქცინის ტესტირება პირველ ფაზაზე ცხოველებზე ჩაატარეს. პირველად ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ცხოველების მდგომარეობა მცირედით დაზიანდა. კონკრეტულად, მათ ფილტვები დაუზიანდათ.
მეცნიერებმა „ბე-ცე-ჟე“-ზე დაყრდნობით შექმნეს VPM1002 ვაქცინა, რომელიც ყველა საცდელ ფაზაზე ეფექტური გამოდგა.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ კარგად ცნობილი ვაქცინა, ე.წ. ბე-ცე-ჟე, რომელსაც ბავშვებში დღესაც აქტიურად იყენებენ, “კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებამდე, შესაძლოა, წარმატებით იქნას გამოყენებული ახალი ტიპის ვირუსის პრევენციისთვის. ისინი ამბობენ, რომ ამ ვაქცინის გამოყენება კორონავირუსის პროგრესირებას უშლის ხელს და სიკვდილიანობის რისკიც მცირდება.