ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსი უნდა მოიხადოს კაცობრიობამ”- ლევან რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსი უნდა მოიხადოს კაცობრიობამ,  80%-მა აკლინიკური ფორმით, 20%-მა კი საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით.

ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებტან განაცხადაა.

“ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ჩემთვის არის ამ ეტაპამდე უცნობი, ასევე წამყვანი მეცნიერებისთვის სამყაროში არის უცნობი ამ ვირუსის სტრატეგია. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რაღაც, რომ ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს ეს ვირუსი დღეს არსებულმა კაცობრიობამ, 80% აკლინიკური ფორმით, 20% მოვიხდით საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით”,- აცხადებს ლევან რატიანი.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. მათგან 39 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

რაც შეეხება მსოფლიოს სტატისტიკას,დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 347 ათას 686 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 74 ათას 782 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 286 ათას 459 – გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლკობაში ინფიცირების 73 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 5 ათასზე მეტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....