ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელიც ჩერნობილთან ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი

უკრაინელმა სამართალდამცავებმა ჩერნობილის ზონასთან ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი.მამაკაცი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

დაკავებულია 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იმ სოფლის მკვიდრია, რომლის მიმდებარედაც იყო ხანძრის ერთ-ერთი კერა.

დაკავებულმა მამაკაცმა პოლიციელებს განუცხადა, რომ ნაგავს და ბალახს სამ ადგილას გართობის მიზნით წაუკიდა ცეცხლი. ამის შემდეგ, ქარმა ცეცხლი გაავრცელა და მამაკაცმა ცეცხლის ჩაქრობა ვეღარ შეძლო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჩერნობილის ზონაში ხანძარი 4 აპრილს დაიწყო. ცეცხლი ტყეს წაეკიდა, ხანძარი 100 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ამასთან, ჩერნობილის ატომურ სადგურთან გაჩენილი ხანძრის შედეგად რადიაციის დონემ იმატა.

იტვირთბა....