მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩერნობილთან მომხდარი ხანძრის გამო რადიაციის დონემ იმატა

ჩერნობილის ატომურ სადგურთან გაჩენილი ხანძრის შედეგად რადიაციის დონემ იმატა.

მის შესახებ Deutsche Welle უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვაენლზე, ეგორ ფირსოვზე დაყრდნობით წერს.

„ცუდი ამბებია – ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია“, – წერს ფირსოვი სოციალურ ქცელში.

მან გამოაქვეყნა ვიდეოც, სადაც ცანს, რომ გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.

ჩერნობილის ზონაში ხანძარი 4 აპრილს დაიწყო. ცეცხლი ტყეს წაეკიდა, ხანძარი 100 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

იტვირთბა....