“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ მედპერსონალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხი ბექაია აცხადებს, ინფიცირებულები მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან და მათ მსუბუქი დიაგნოზი აღენიშნებათ.
გუშინ მიღებული პაციენტებიდან 38 პაციენტის ანალიზი გაგზავნილი იყო ლუგარის ლაბორატორიაში, აქედან მიღებული იყო ოთხი დადასტურებული პასუხი. პაციენტები გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. გუშინ, მოგვიანებით მოვიდა ორი პასუხი, ეს იყო ჩვენი მედპერსონალის პასუხები, დადასტურებული კორონავირუსი.მათი მდგომარეობა არის მსუბუქი, თუმცა ისინი გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში”,- აცხადებს მარეხი ბექაია.
მისივე თქმით, ინფიცირების წყარო არაა ცნობილი, ხოლო ყველა მათი კონტაქტი კარანტინშია მოთავსებული.
“მედპერსონალთან, ვისთანაც ჰქონდა შეხება, ყველას სია არის, კარანტინის მდგომარეობაში არიან გადაყვანილი, მათ შორის ის პაციენტები, ვისთანაც მუშაობდნენ, თუმცა მათი მომსახურების არეალი მცირეა. ვისგან გადაედოთ, ზუსტად არ არის ცნობილი”,- აცხადებს ბექაია.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რომელიც კარანტინის დროს ამოქმედდა.