შესაძლოა, სამეგრელოს რეგიონი სრულ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს და ჩაიკეტოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
გუბერნატორის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ინფიიცრებული სპორტსმენის შემთხვევას უკავშირდება, ვინაიდან მის გარშემო ბევრი კონტაქტი დაფიქსირდა.
მისი თქმით, ამჟამად გამოკვლევა უტარდება სპორტსმენთან კავშირში მყოფ სამ ადამიანს და თუ მათი ინფიცირება დადასტურდა, რეგიონი ჩაიკეტება.
“როდესაც ერთი ინფიცირებულისგან სამ ადამიანთან დაფიქსირდა კონტაქტი, მათი ანალიზის პასუხი მოვიდა უარყოფითი. თუმცა გადამოწმებას ექვემდებარება და იქნება გადამოწმებული. ძალიან ბევრი კავშირი უფიქსდირდება, როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე ამ სამ ადამიანს. ამდენად რისკი მაღალია ძალიან. კონტაქტის კონტაქტები დგინდება. უშუალო კონტაქტი ინფიცირებულ სპორტსმენთან არის 23. თუმცა იმ 23 უდგინდება კიდევ ძალიან ბევრი კონტაქტი ამიტომ რისკი ძალიან მაღალია. თუკი დადასტურდება ეს სამი შემთხვევა განმეორებითი ანალიზის შემთხვევაში, მაშინ შეიძლება ჩაიკეტოს. იმდენად დიდია მათი კონტაქტების წრე, შეიძლება მოგვიწიოს ამ ზომებზე წასვლა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
შეგახსენებთ, სრული კარანტინი გამოცხადდა და ჩაიკეტა მარნეულისა და ბოლნისის რაიონები. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ 23 მარტს მას შემდეგ მიიღო, როცა მარნეულში პირველი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რომელიც კარანტინის დროს ამოქმედდა.