ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის მხოლოდ სამში არ აკრძალულა ხალხის წირვაზე დასწრება” – თეოლოგი

“ჩვენ თუ გადავხედავთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, არის სამი ეკლესია, რომლებსაც ხალხის წირვაზე დასწრება არ აუკრძალავს.
პირველი ეს არის სერბეთის ეკლესია, სადაც არის უკვე მსხვერპლი, გარდაიცვალა ეპისკოპოსი.
მეორე არის პოლონეთისა ეკლესია, მართლმადიდებლების რაოდენობა პოლონეთში 1%-ია და გასაგებია რატომ არ იღებენ ზომებს.
მესამე არის საქართველოს ეკლესია. ჩვენ გარდა, აბსოლუტურად ყველა ეკლესიამ აკრძალა მორწმუნეთა დასწრება ღვთისმსახურებაზე”

მურმან ლურსმანაშვილი, თეოლოგი

TV პირველი, “დღის ამბები”

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დადასტურებული.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა.   პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში იმყოფება. ინფიცირებულია ერთ-ერთი ინფექციონისტი, რომელიც საჩხერის მერის მეუღლეა.

გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში გუშინ დადასტურდა –  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

 

იტვირთბა....