ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

საქართველოში ჯამში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დაფქისირებული.

„დღეს ჩვენთან ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტი, ოთხთან მივიღეთ დადებითი“ ,- აღნიშნა მარინა  ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის ​174 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა.   პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში იმყოფება. ინფიცირებულია ერთ-ერთი ინფექციონისტი, რომელიც საჩხერის მერის მეუღლეა.

გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში გუშინ დადასტურდა –  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

იტვირთბა....