ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება

“საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში რჩება”, – ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მიხეილ ქამუშაძე ავრცელებს.

ქამუშაძის თქმით, ინფიცირებულია ერთ-ერთი ინფექციონისტი, რომელიც საჩხერის მერის მეუღლეა.

ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საჩხერის მერმაც დაადასტურა.

„კლინიკის ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ ზომების მიღება სწორედ ამის შემდეგ გახდა საჭირო.ის ყოველთვის ეკიპირებული შედიოდა პაციენტებთან. ეკიპირების მარაგი გვაქვს. ახლა ვიკვლევთ, რომელი პაციენტისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო. მისი გუშინდელი პასუხი არის სუსტად დადებითი, ავიღეთ მასთან განმეორებითი ანალიზი. ანალიზი ჩატარდა მის კონტაქტში მყოფ პირებთანაც“, – აცხადება მიხეილ ქამუშაძე.

შეგახსენებთ, 5 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა.   პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში გუშინ დადასტურდა –  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

იტვირთბა....