ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკური შურისძიების გამო გახარიას უწევს ტყუილის თქმა..” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ხატია დეკანოიძე, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება და პრემიერს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, პოლიტიკური შურისძიების გამო გახარიას უწევს ტყუილის თქმა.

“ასე არ არის, რომ ვიღაცა ადგეს, თვითმფრინავში ჩასვას ხალხი და ჩამოვიდეს. 21 მარტის დადგენილებაში, რომელსაც თავად პრემიერი აწერს ხელს ცალსახად და ნათლად არის რამდენიმე პუნქტი. ამ დადგენილებაში, რომელიც უზრუნველყიფს პრეზიდენტის დეკრეტს საგანგებო მდგომარეობის შესახებ წერია: პირველი – არავითარი ავიარეისები, ავიაგადაზიდვები არ იქნება. საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოში აკრძალულია ავიამიმოსვლა. მეორე – თუ ჩარტერული რეისების საქართველოში ჩამოფრენის ნებართვას ეკონომიკის სამინისტრო საავიაციო სააგენტოსთან ერთად იძლევა.

ჩვენ რაც ვთხოვეთ ეს იყო საელჩოებიდან ნოტა, გამოყოფა უფლებამოსილი ადამიანების, ვინც ამ დადგენილების მიხედვით ტექნიკურ პრობლემებს საფეხურებს განიხილავდა ჩვენთან ერთად”- განაცხადა დეკანოიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 157 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 31 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,152,751 მიაღწია. გარდაიცვალა 61,625 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 240,117 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....