მთავარი ციტატა

“მარნეულში ხალხმრავლობა ყოველთვის იყო, თუმცა კარანტინის პირობებისთვის ზედმეტად ბევრი ავტომობილია”

“მარნეულში ავტომობილების ნაკადი არის ძალიან დიდი, ფეხით არ გადაადილდებიან. მარნეული ყოველთვის იყო მცირე ბიზნესების ცენტრი და ყოველთვის ხალხმრავლობაა, თუმცა კარანტინის პირობებისთვის ბევრი ავტომობილია. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს არის თუ არა მარნეულში დარღვევები, შსს არ შლის ამ მონაცემებს რეგიონების მიხედვით, ამიტომ არის საერთო მაჩვენებელი”

კამილა მამედოვა, ჟურნალისტი

TV პირველი, “დღის ამბები”

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

იტვირთბა....