დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებსაც 37 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებათ, არ უნდა შეშფოთდნენ.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ექიმთან კონსულტაცია საჭირო გახდება, როცა ტემპერატურა 37.5-ის ზემოთ დაფიქსირდება.
ამასთან, იმნაძე აღნიშნავს, რომ დაბალი ტემპერატურა არ მიანიშნებს მაინცდამაინც იმაზე, რომ ეს საეჭვო შემთხვევაა.
„მე რომ არ ვთქვა, 37 გრადუსი არ ითვლება ტემპერატურად-მეთქი, ჩემზე მეტი იცის „გუგლმა“ და სხვადასხვა ენციკლოპედიებმა. არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზეც ადამიანი უნდა შეშფოთდეს. 37.5 გრადუსზე და მეტზე უკვე კონსულტაცია უნდა მიიღონ. მარტო ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს იყოს საეჭვო შემთხვევა“, – განაცხადა იმანძემ.
რაც შეეხება ვირუსის ინფიცირების მაჩვენებელს, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების რიცხვი 148-მდე გაიზარდა. მათგან, 27 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.