ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპული საქართველო 350 გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე” – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, ეხმაურება “ქართული ოცნების” ინიციატივას, პარლამენტის წევრების მხრიდან ხელფასის მესამედის კორონავირუსის დახმარების ფონდში გადარიცხვასთან დაკავშირებით.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, “ევროპული საქართველო” უკვე სამი კვირაა 350 გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება. მისი თქმით, ამ დახმარების ფასი ყოველკვირეულად დაახლოებით 10-12 000 ლარია და თანხებს პარტიის წევრები საკუთარი ხელფასით ფარავენ.

„ეს გახლავთ ოჯახები, რომლებშიც ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცებულები, ადამიანები, ვისაც არ შეუძლია ქუჩაში გასვლა და არ აქვს იმის სახსრები, რომ შეიძინონ პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები. უკვე სამი კვირაა, ყოველკვირეულად „ევროპული საქართველოს“ მოხალისეებს , რომლებმაც ლუგარის ცენტრში გაიარეს შესაბამისი მომზადება და ტრეინინგი, ოჯახებში მიაქვთ ამ ადამიანებთან საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები. ამ პროგრამის, ამ დახმარების ფასი ყოველკვირეულად გახლავთ დაახლოებით 10-12 000 ლარი და ეს არის თანხა, რომელსაც პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“ საკუთარი ხელფასით ფარავენ. ჩვენ ამას ვაკეთებდით და ჩვენ გავაგრძელებთ ამ 350 ოჯახის დახმარებას, ოღონდ ამას ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე. ამიტომ, ჩვენთვის, აბსოლუტურად ნათელი და მკაფიოა, რომ სოციალური სოლიდარობა, ქველმოქმედება და გვერდში დგომა საჭიროებს კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ პროგრამებს. ასეთ ნაბიჯებს „ევროპული საქართველო“ დგამდა და მომავალშიც კრიზისის ამოწურვამდე აუცილებლად დავეხმარებით 350 ოჯახს ჩვენი სახსრებით, ჩვენი თანხებით, ჩვენი ნაყიდი პროდუქტებითა და ჩვენი მოხალისეებით, მათ შორის პარლამენტის წევრებით, რომლებიც დადიან და დავდივართ მოხალისეებად ოჯახებში“ , – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 131 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 26 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 965,535 მიაღწია. გარდაიცვალა 49,247 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 203,308 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

 

იტვირთბა....